Wednesday, July 16, 2014

day 9

                                                                       რეფლექსია

     დღე  დავიწყეთ  მნიშვნელოვანი  დავალებით.  გავაკეთეთ  ჩვენი  პრტფოლიოს  პრეზენტაციები.  წარმოვადგინეთ  ჩვენი  პროექტის  გეგმა  და  დამხმარე  მასალები. ბევრ საინტერესო  იდეას  და  პროექტს გავეცანით. .ასევე   ვიყავით  ერთმანეთის  შავი  და  თეთრი  ოპონენტები,  რომლის დროსაც  ერთნანეთს  გავუზიარეთ  დადებითი  და  უარყოფითი მხარეები.    მივიღეთ  უკუკავშირი,  რომელიც დაგვეხმარება პროექტის უკეთ  დახვეწაში. კურსის  ბოლოს გავაკეთეთ  შეჯამება. 3 რამ  რაც  მნიშვნელოვანი  იყო  და  2 რამ  რასაც  გავაუმჯობესებდი.  
     რაც   შეეხება   პროექტს,  მნიშვნელოვანი  წვლილი  შეიტანა  ჩემს  პროფესიულ ზრდაში. სიმართლე გითხრათ  სულ  სხვანაირი  წარმოდგენა მქონდა  ზოგადად  პროექტზე.  დეტალურად  დაგეგმილი  ტრენინგის  გამოცდილებამ  ბევრი  რამ  მასწავლა. სურვილი გამოჩნდა  მსგავსი  პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწალეებთან  რა თქმა  უნდა გამოცდილი  ტრენერის  გვანცას  დახმარებით.  სასიამოვნო განწყობით დავასრულეთ  ეს პროექტი.  დიდი  მადლობა!!!!!
   
 

No comments:

Post a Comment