რეფლექსია
დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. გავეცანით ერთმანეთის ბლოგებზე უკუკავშირის ფორმებს. ამის შემდეგ წავიკითხეთ მეოთხე მოდულის მეორე აქტივობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დასაგეგმად. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დავუკავშირეთ ჩვენი პროექტის კითხვებთან, მიზნებთან და 21 -ე საუკუნის უნარ- ჩვევებთან. აქტივობა მესამეში ვისაუბრეთ მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასავლო პროცესის შექმნაზე. პრეზენტაციის შექმნასა და დახვეწაზე. ხმოვანი ეფექტის, ტექსტის, ანიმაციის, მუსიკის დადებაზე. აგრეთვე გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშის შექმნას.
მინდა ავღნიშნო, რომ 4-ე მოდული ძალიან საინტერესოა. ამავე დროს რთულიც, რადგან ეს დავალება გვეხმარება რამდენად დასაძლევია ჩვენი მოთხოვნები მოსწავლისათვის და არის თუ არა სწორი ის გზები რომლითაც მივდივართ დასახული მიზნისაკენ. ამ ყველაფრის გააზრებაში ძალიან მეხმარება ქალბატონი გვანცა. ასე მგონია ისიც ჩემი პროექტის თანაავტორია. <3
No comments:
Post a Comment