დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. მივიღე რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებთან დაკავშირებით. შემდეგ გადავედით შეფასების დროის ჩარჩოს განხილვაზე. გავიხსენეთ სხვადასხვა აქტივობები რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის დაწყებამდე, პროცესში და დასრულებისას. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. განსაკუთრებით მომეწონა ბლოგის რუბრიკა. შემდეგ პროექტის გეგმა გადავიტანეთ POWER POINT PRESENTATION. ფაილი დასარედაქტირებელია. მოგვიანებით ავტვირთავ ჩემს ბლოგზე.
მადლობა გვანცას
ლელა, მხოლოდ მიზანში ჩანს მოსწავლეების უცხოურ ენაზე მუშაობა. ვფიქრობ შინაარსშიც საჭიროა გამოიკვეთოს. გაიხსენე მე-3 მოდული-კავშირები.
ReplyDeleteლელა პროექტი კარგათ გაქვს არჩეული
ReplyDelete1. რისთვიე აირჩიე ეს თემა?
2. ტურიზმის მოზიდვისთვის რას გააკეთებდი?
3. რას შესთავაზებდით ტურისტულ სააგენტოებს?
ლელა პროექტი არის ძალიან საინტერესო და აქტუალური, მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთი მიზანი აღწერს უფრო დავალებებს ვიდრე საგნობრივი სტანდარტების მიხედვით მოსწავლეების მიერ შესასწავლ მასალას.
ReplyDeleteდიდი მადლობა ყურადღებისათვის. თქვენი კომენტარები დამეხმარება პროექტის დახვეწაში.
ReplyDelete