Wednesday, July 16, 2014

day 9

                                                                       რეფლექსია

     დღე  დავიწყეთ  მნიშვნელოვანი  დავალებით.  გავაკეთეთ  ჩვენი  პრტფოლიოს  პრეზენტაციები.  წარმოვადგინეთ  ჩვენი  პროექტის  გეგმა  და  დამხმარე  მასალები. ბევრ საინტერესო  იდეას  და  პროექტს გავეცანით. .ასევე   ვიყავით  ერთმანეთის  შავი  და  თეთრი  ოპონენტები,  რომლის დროსაც  ერთნანეთს  გავუზიარეთ  დადებითი  და  უარყოფითი მხარეები.    მივიღეთ  უკუკავშირი,  რომელიც დაგვეხმარება პროექტის უკეთ  დახვეწაში. კურსის  ბოლოს გავაკეთეთ  შეჯამება. 3 რამ  რაც  მნიშვნელოვანი  იყო  და  2 რამ  რასაც  გავაუმჯობესებდი.  
     რაც   შეეხება   პროექტს,  მნიშვნელოვანი  წვლილი  შეიტანა  ჩემს  პროფესიულ ზრდაში. სიმართლე გითხრათ  სულ  სხვანაირი  წარმოდგენა მქონდა  ზოგადად  პროექტზე.  დეტალურად  დაგეგმილი  ტრენინგის  გამოცდილებამ  ბევრი  რამ  მასწავლა. სურვილი გამოჩნდა  მსგავსი  პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწალეებთან  რა თქმა  უნდა გამოცდილი  ტრენერის  გვანცას  დახმარებით.  სასიამოვნო განწყობით დავასრულეთ  ეს პროექტი.  დიდი  მადლობა!!!!!
   
 

Sunday, July 13, 2014

day 8


                                                          რეფლექსია

    დღეს   გავეცანით  ფასილიტაციის  ტექნოლოგიებს,  კითხვებსა  და  ძირითად  საკითხებს.    აგრეთვე თუ რამდენად  მნიშვნელოვანია მოსწავლეზე  ორიენტირებული  გაკვეთილის  ჩატარება, ინფორმაციის  შეგროვება, ინტერპრეტირება  და  გამოყენების მექანიზმების  შემუშავება.  გავეცანით თუ რამდენად  მნიშვნელოვანია  ეროვნული  საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები და  სტანდარტული ინდიკატორები  სწავლების პროცესისათვის. 



                                                   





Thursday, July 10, 2014

day 7

რეფლექსია დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა პატარა შეცდომები, რაზეც ტრენერმა მიგვითითა და დაგვეხმარა. შემდეგ გადავედით მეექვსე მოდულის განხილვაზე. ბლოგის რედაქტირება და ა შ. გარდნერისა და ბლუმის მატრიცა არის მართლაც იდეალური ნიმუში, საიდანაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოდ ჩვენი მოსწავლეების მიმართულების მისაცემად



 

Monday, July 7, 2014

day 6



                                                         რეფლექსია

      დღე  დავიწყეთ   დავალების  განხილვით.  გავეცანით  ერთმანეთის  ბლოგებზე  უკუკავშირის  ფორმებს.   ამის   შემდეგ  წავიკითხეთ  მეოთხე  მოდულის  მეორე  აქტივობა  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  დასაგეგმად.  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი დავუკავშირეთ  ჩვენი  პროექტის  კითხვებთან,  მიზნებთან და  21 -ე  საუკუნის  უნარ- ჩვევებთან.  აქტივობა მესამეში  ვისაუბრეთ  მოსწავლის პერსპექტივიდან  დანახული  სასავლო პროცესის  შექმნაზე.  პრეზენტაციის    შექმნასა  და  დახვეწაზე.  ხმოვანი  ეფექტის,  ტექსტის,  ანიმაციის,  მუსიკის დადებაზე.    აგრეთვე გავეცანით  პუბლიკაციის  ნიმუშის  შექმნას.
     მინდა  ავღნიშნო,  რომ    4-ე მოდული    ძალიან  საინტერესოა.   ამავე  დროს  რთულიც,  რადგან  ეს   დავალება  გვეხმარება  რამდენად  დასაძლევია  ჩვენი  მოთხოვნები   მოსწავლისათვის   და არის  თუ  არა  სწორი  ის  გზები  რომლითაც  მივდივართ დასახული  მიზნისაკენ. ამ  ყველაფრის  გააზრებაში   ძალიან  მეხმარება  ქალბატონი  გვანცა.  ასე  მგონია  ისიც  ჩემი  პროექტის  თანაავტორია.  <3



Friday, July 4, 2014

day 5


                                                              რეფლექსია

    დღე დავიწყეთ   დავალების  განხილვით.   შევაფასეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები.    და  ვისაუბრეთ  ურთიერთშეფასებაზე.   ვისაუბრეთ  უკუკავშირის  ფორმებზე.  ძლიერ  და  სუსტ  მხარეებზე.  შემდეგ  ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებებზე.   უკუკავშირის  ფორმებზე.    ტრენერმა  მოგვაწოდა  შეფასების  რუბრიკების  ლინკები.  რომელსაც  გამოვიყენებთ  წარმატებით  ჩვენს  პროექტებში.  
   ვისწავლეთ  ბლოგზე  პრეზენტაციის  რედაქტირება  და  ატვირთვა  ბლოგზე  აგრეთვე მისი  რედაქტირება.

 

Tuesday, July 1, 2014

day 4

 
       დღე   დავიწყეთ დავალების  განხილვით.  მივიღე  რჩევები  მიმართულების მიმცემი  საკვანძო შეკითხვებთან  დაკავშირებით. შემდეგ  გადავედით  შეფასების  დროის  ჩარჩოს  განხილვაზე.  გავიხსენეთ  სხვადასხვა  აქტივობები   რომლებსაც  გამოვიყენებთ  პროექტის  დაწყებამდე,  პროცესში  და  დასრულებისას.  პირადად  ჩემთვის    ძალიან  საინტერესოა  ეს  ყველაფერი.  განსაკუთრებით    მომეწონა  ბლოგის  რუბრიკა.         შემდეგ   პროექტის  გეგმა გადავიტანეთ  POWER POINT PRESENTATION.  ფაილი  დასარედაქტირებელია.  მოგვიანებით ავტვირთავ  ჩემს  ბლოგზე.
მადლობა   გვანცას



Saturday, June 28, 2014

day 3

    დღე  დავიწყეთ  ჩვენს  მიერ  მომზადებული   პროექტის  ბუკლეტების  განხილვით.  შემდეგ  უშუალოდ  დავიწყეთ   პროექტის გეგმის  შაბლონის  კეთება.     ვიმუშავეთ  სტანდარტზე და  მათზე  დაყრდნობით   დავისახეთ  სასწავლო  მიზნები.  ვნახეთ  და  გავეცანით  რჩევებს    მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების   შესახებ.  განვიხილეთ  21-ე საუკუნის  უნარ  ჩვევები.
     
დიდი  მადლობა  გვანცა!!!

Friday, June 27, 2014

day2

                                                             
                                                        რეფლექსია

       დღეს  გავეცანი  წევრების  პროექტების  იდეებს.  მომეწონა   რამდენიმე    იდეა.   თავიდან  მეც  მქონდა  რაღაც  იდეა,  მაგრამ  არც  ისე  საინტერესო.  გვანცას  მინეშნებებს  გავითვალისწინებ  და     უფრო  ჩამოვყალიბდები.  იმედი  მაქვს.  რაც  შეეხება  შექმნას და   გამოქვეყვებას  ჩვენი    პროექტის  ბუკლეტების,  გაზეთების   და  ასე   შემდეგ  ძალიან  საინტერესოა.    აღტაცებული  ვარ  google-ის  შესაძლებლობებით.  

                                       

Wednesday, June 25, 2014

day 1

                                                     რეფლექსია

     მე,  ლელა  გოლიაძე დღეს  პირველადფ  მოვხდი intel-ის  სამყაროში,   მეგობრის  წყალობით.   მოხარული ვარ,  რადგან შემიძლია   დეღევანდელი  ცოდნა გამოვიყენო ჩემი  პროფესიული განვითარებისათვის.   დღეიდან  ახალი  ტექნოლოგიების  დახმარებით   შევძლებ  გავამარტივო და  მრავალფეროვანი  გავხადო   არა  მარტო  ჩემი   სამუშაო  სფერო,  არამედ  მოსწავლეები  დავაინტერესო  და  ხალისით   ჩავრთო  სასწავლო  პროცესში.  ამავე  დროს   დასანანია  ის  ფაქტი რომ ასე გვიან  გავიგე  და  ვეუფლები  ან  ცოდენას.
             
                                                 დიდი  მადლობა  თქვენ!!!!